Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ატალანტა ვერ თანხმდებიან…

მილანი და ატალანტა იოსიპ ილიჩიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ და იმის მიუხედავად, რომ როსონერიმ ფეხბურთელსიგან მწვანე შუქი უკვე მიიღო, გუნდებს შორის ფეხბურთელის ღირებულებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ატალანტა ილიჩიჩის მილანში იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მათ კონტრაქტში მისი გამოსყიდვის ვალდებულების ჩადება სურთ, საერთო ჯამში კი 10 მილიონის მიღება უნდათ.

მილანი კი თავის მხრივ 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს და თუ ბერგამოელები მოთხოვნილ თანხას არ შეამცირებენ, ილიჩიჩის მილანში ტრანსფერი შესაძლოა ჩაიშალოს.