Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ატალანტა ფეხბურთელებს გაცვლიან

IPP20200905 Football - soccer: Pre-season friendly, AC Mailand - AC Monza 1912, Tommaso Pobega Verwendung nur in Deutschland - GERMANY ONLY *** IPP20200905 Football soccer Pre season friendly, AC Milan AC Monza 1912, Tommaso Pobega Use only in Germany GERMANY ONLY PUBLICATIONxINxGERxONLY

ბერგამოული გამოცემა TuttoAtalanta-ს ინფორმაციით, მილანი და ატალანტა ფეხბურთელების გაცვლაზე მუშაობენ.

ბოლო დღეებში ატალანტას ინტერესის შესახებ მილანის ახალგაზრდა ფეხბურთელის ტომაზო პობეგას მიმართ არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ დაადასტურა, მილანი კი თაცის მხრივ ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი ლა დეას იოსიპ ილიჩიჩი გახლავთ.

ატალანტა ილიჩიჩს 8-10 მილიონად აფასებს, მილანს კი პობეგას სანაცვლოდ 12 მილიონის მიღება სურს და სავარაუდოდ ბერგამოელებს გარკვეული თანხის დამატება მოუწევთ. პიოლის თავისი ახალი ათიანის გუნდში ყოლა 10 ივლისამდე სურს, როდესაც გუნდი სეზონისთვის მომზადებას დაიწყებს, ამიტომ სავარაუდოდ მხარეები შეთანხმებას უახლოეს დღეებში მიაღწევენ.