Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ბარსელონა მოლაპარაკებებს განაგრძობენ

ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფომრაციით, მილანი და ბარსელონა ფილიპე კოუტინიოს შესაძლო ტრასნფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ და საკმაოდ პოზიტიურადაც.

წყაროს ცნობით, ბლაუგრანა 29 წლის შემტევი ნახევარმცველის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ დაინტერესებული მხარე მის წლიურ გასამრჯელოს სრულიად დაფარავს და არც ის არის გამორიცხული, რომ კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტიც ჩაიდოს.

ამ ეტაპზე ყველაზე დიდი წინაღობა 29 წლის ბრაზილიელის ხელფასია. შემტევი ნახევარმცველი ბარსელონაში წლიური ანაზღაურების სახით 8.5 მილიონს იღებს, მილანი კი ამ თანხას არ გადაიხდის და თუ კოუტინიოს როსონერის მაისურით თამაში სურს, მას ხელფასის მნიშვნელოვანდ შემცირება მოუწევს.