Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ბარსელონა შეთანხმდნენ

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მილანმა ბარსელონას ხუნიორ ფირპოს იჯარაზე მიმართა და ბლაუგრანამ როსონერის წინადადება მიიღო.

24 წლის ფეხბურთელს მილანს ბოლო 2 სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ხშირად უკავშირებდნენ, მაგრამ როსონერის რიგებში გადასვლაზე თავად ფეხბურთელი იძახდა უარს, მაგრამ სკამზე გატარებული კიდევ ერთი სეზონის შემდეგ, მარცხენა მცველმა აზრი შეიცვალა და სერია ა-ში გადასვლას დათანხმდა.

წყაროს ცნობით, ფირპო მილანს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება და როსონერის ფეხბურთელის გამოსყიდვა 12 მილიონის სანაცვლოდ შეეძლება.