Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ბორდო ადლის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან

მილანი ნახევარდაცვის გაძლიერებაზე ზრუნვას განაგრძობს და ტიემუ ბაკაიოკოსთან ერთად, იასინ ადლის ტრანსფერზეც მუშაობს.

მალდინი-მასარას დუეტმა 21 წლის ტალანტთან, რომელიც ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელად მოიაზრება, შეთანხმებას უკვე მიაღწია, მაგრამ ბორდოსთან სატრანსფერო ღირებულებაზე ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

როსონერი ფრანგებს მის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს სთავაზობს, ბორდო კი თავის მხრივ 16-17 მილიონ ევროს ითხოვს და ჯერჯერობით დათმობაზე წასვლას არ აპირებს, თუმცა მილანს იმედი აქვს, რომ ფეხბურთელის სურვილი გადამწყვეტი აღმოჩნდება და სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ფეხბურთელის დამატებას მოახერხებს.