Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ბრეშა შეთანხმდნენ

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანი და ბრეშა სანდრო ტონალის სატრანსფერო ფასის შემცირებაზე შეთანხმდნენ.

წყაროს ინფორმაციით, როსონერი ტონალის 15 მილიონის ნაცვლად 10 მილიონად გამოისყიდის, ხოლო ბონუსების სახით არა 10, არამედ 5 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა ბრეშა როსონერის პრიმავერას ფეხბურთელს ჯაკომო ოლცერს მიიღებს, რომლის გამოსყიდვაც მილანს მომავალში შეეძლება.