მილანი და დონარუმა შეთანხმდნენ

Mediaset-ის ინფორმაციით,მილანი და დონარუმა ახალ კონტრაქტზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.გამოცემის მტკიცებით,მილანის წარმომადგენლებმა და მინო რაიოლამ საერთო ენა გამონახეს და ორივე მხარისთვის დამაკმატოფილებელ შეთანხმებამდე მივიდნენ.

ახალი კონტრაქტის მიხედვით დონარუმა მილანში 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება.მისი ხელფასი არ შეიცვლება და კვლავ 6 მილიონი ევრო იქნება.

გადასაწყვეტი ერთი საკითხი დარჩა – იქნება თუ არა დონარუმას კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი.მინო რაიოლას სურს,რომ თუ მილანი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ მოახერხებს,მაშინ ფეხბურთელის გამოსყიდვა ნებისმიერ მსურველს 50 მილიონ ევროდ შეეძლოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.