Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ევერტონი ხამესის ტრანსფერზე მუშაობენ

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მილანი და ევერტონი ხამესი როდრიგესის ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობენ და მოლაპარაკებები საკმაოდ პოზიტიურად ვითარდება.

როდრიგესის ინტერესებს ჟორჟე მენდეში იცავს, რომელთანაც როსონერის წარმოამდგენლებს კარგი ურთიერთობა აქვთ და მისი მედიაციით მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა არ უნდა გართულდეს.

წყაროს ცნობით, ევერტონი მზად არის 29 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისელებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება, ბონუსებთან ერთად საერთო ჯამში 15 მილიონის სანაცვლოდ გაასხვისოს.