Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ვულვზი ლეაოს ტრანსფერზე მუშაობენ

პორტუგალიელი ჟურნალისტის პედრო ალმეიდას ინფორამციით, მილანი და ვულვზი რაფაელ ლეაოს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

რაფაელ ლეაომ მილანის პირველ ამხანაგურ მატჩში პრო სესტოს წინააღმდეგ გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ამის შემდეგ კვლავ ჩაიკარგა, რაც გასულ სეზონში მისი მთავარი სისუსტე იყო და ეს პიოლის არ მოეწონა.

ალმეიდას ინფორმაციით, ლეაოს გუნდიდან წასვლის შანსები დღითი დღე იზრდება და ვულვზის გარდა მისი გაფორმებით მარსელიც ინტერესდება, მაგრამ ამ ეტაპზე ფრანგულ გუნდს მილანთან მოლაპარაკებები არ წამოუწყია. როსონერი პორტუგალიელი ფორვარდის სანაცვლოდ 25-30 მილიონს ითხოვს…