Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ინტერი ინსინიეს სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან

იტალიური წყაროების ინფორამციით, მილანი და ინტერი ახალი წლის შემდეგ ლორენცო ინსინიესთან მოლაპარაკებების წამოყებას და მასთან პრე-კონტრაქტის გაფორმებას შეეცდებიან.

ინსინიეს მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და იმის მიუხედავად, რომ ლორენცოს ნაპოლიში დარჩენა სურს, ის გუნდის მიერ შეთავაზებული ახალი ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც პარტენოპეის ინსინიეს ხელფასის განახევრება სურს, უკმაყოფილოა და თუ დე ლაურენტისი წინადადებას არ გააუმჯობესებს, იტალიელი ფორვარდი გუნდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ნებისმიერ გუნდს, რომელიც ინსინიეს გაფორმების სურვილს გამოთქვამს, 30 წლის ფეხბურთელთან პრე-კონტრაქტის გაფორმება თებერვლიდან შეეძლება და Calciomercato-ს ინფორმაციით, თუ ლორენცო იქამდე ნაპოლისთან საერთო ენას ვერ გამონახავს, მილანური გრანდები ფეხბურთელს კონკრეტული წინადადებით მიმართავენ…