Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი და ინტერი ნაპოლის მცველისთვის იბრძოლებენ

Calciomercato-ს ინფორმაციით, ორივე მილანური გრანდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მცველის დამატებას შეეცდებიან და ორივე მათგანის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ნაპოლის უკანახაზელი, ნიკოლა მაკსიმოვიჩი იქნება.

28 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ნაპოლისთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და გუნდის შეცვლა აქვს გადაწყვეტილი.

ფეხბურთელის აგენტი ფალი რამადანია, რომელსაც მილანის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა აქვს და გამოცემა ფეხბურთელის გაფორმების ფავორიტად სწორედ როსონერის მიჩნევს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გააკეთებს თუ არა რომელიმე მილანური გრანდი ფეხბურთელის სანაცვლოდ კონკრეტულ წინადადებას, თუ სეზონის ბოლოს დაელოდება და მის უფასოდ გაფორმებას შეეცდება.