Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ინტერი რეალის უკანახაზელისთვის იბრძოლებენ

ესპანური მედიის ცნობით, ზაფხულში მილანი და ინტერი მადრიდის რეალის მარჯვენა მცველის ალვარო ორდიოსოლას ტრანსფერისთვის იბრძოლებენ.

Onda Cera-ს ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი მარჯვენა ფლანგზე დანი კარვახალს და ლუკას ვასკესს ამჯობინებს, ამიტომ 25 წლის ესპანელი ფეხბურთელი იტალიელი სპეციალისტის გეგმებში არ შედის და ბლანკოსი მის გაყიდვას გეგამვს.

რეალმა ორდიოსოლა რეალ სოსიედადიდან 2018 წლის ზაფხულში, 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა და ახლა მისი ღირებულება დაახლოებით 10-12 მილიონი ევროა.