Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ინტერი სასუოლოს რასპადორისთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერის შემდეგ სასუოლოს ახალგაზრდა ფორვარდის ჯაკომო რასპადორის გაფორმების სურვილი მილანმაც გამოთქვა.

21 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სასუოლოს რიგებში 28 ჩატარებულ მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნეროვერდის ახალგაზრდა ფორვარდმა იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ რობერტო მანჩინიმ ის ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების საბოლოო განაცხადში შეიყვანა და განაცხადს მიღმა მოიზე კინი დატოვა.

სასუოლო ფეხბურთელს დაახლოებით 15 მილიონ ევროდ აფასება.