Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და იუვენტუსი ბალოტისთვის იბრძოლებენ

იუვენტუსი და მილანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტორინოს ფორვარდის ანდრეა ბელოტის გასაფორმებლად იბრძოლებენ.

იტალიელ ფეხბურთელს ტოროსთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს და უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ის ტურინელებთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს, ამიტომ მათ ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევთ.

ბელოტის სახელს მილანს უკვე საკმაოდ დიდი ხანია უკავშირებენ, თუმცა Tuttomercato-ს ინფორმაციით, იტალიელი ფორვარდის ტრანსფერს იუვენტუსიც განიხილავს.

ბელოტის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 11 გოლი დაუგროვდა, საერთო ჯამში კი 2015 წლის შემდეგ ტურინულ გუნდში 213 შეხვედრა ჩაატარა და 103 გოლის გატანა მოახერხა.