Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი და იუვენტუსი ბრაზილიელი ფორვარდისთვის იბრძვიან

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი და მილანი პსჟ-სთან და აიაქსთან ერთად სან პაოლოს ფორვარდის, ბრენერის გასაფორმებლად იბრძვიან.

ასაკის მიუხედავად, 20 წლის ფეხბურთელი გუნდის ლიდერი და მთავარი ვარსკვლავი გახდა. ის ბრაზილიური გუნდის რიგებში 11 წლიდან თამაშობს და გოლების გატანას ყოველთვის ახერხებდა. მის ანგარიშზე U15 გუნდში 30 მატჩში 23 გოლია, U17 გუნდში 11 გოლი 28 მატჩში და გოლების გატანა მთავარ გუნდშიც გააგრძელა.

მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 37 მატჩში 22 გოლია და ამ ციფრებმა ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია.

იუვენტუსს ფეხბურთელის აგენტთან კონტაქტი უკვე რამდენიმე თვე აქვს, თუმცა ბოლო პერიოდში მილანიც გააქტიურდა. ფეხბურთელის კონტრაქტი ბრაზილიურ გუნდთან 2022 წლის დეკემბერს იწურება და მისი ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ევორ იქნება.