Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და იუვენტუსი იკარდის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ

გუშინ ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორამცია, რომ მაურო იკარდი პსჟ-ში ბედნიერი არ არის და მან გუნდის ხელმძღვანელებს უკვე შეატყობინა, რომ ზაფხულში პსჟ-ს დატოვება სურს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას ინფორმაციით, იუვენტუსი და მილანი არგენტინელი ფორვარდის აგენტთან ვანდა ნარასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. ინტერის ყოფილი კაპიტნის პრიორიტეტი იტალიაში დაბრუნებაა და ის დიდი ალბათობით არჩევანს სწორედ ამ 2 გუნდს შორის გააკეთებს.

პსჟ-მ იკარდი ინტერიდან 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, მაგრამ წყაროს ცნობით, ფრანგები მას 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.