Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და იუვენტუსი კამარას ტრანსფერისთვის იბრძოლებენ

ბოლო თვეების განმავლობაში მილანს მარსელის ფეხბურთელი ბუბაკარ კამარა არაერთხელ დაუკავშირეს, რომელიც ფრანკ კესის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება, თუმცა როსონერის სერია ა-ში სერიოზული კონკურენტი ეყოლება.

კამარას მიმდინარე კონტრაქტი მარსელთან სეზონის ბოლოს ეწურება და როსონერი მის გაფორმებას ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გეგმავდა, თუმცა Tuttosport-ის ინფორმაციით, ბიანკონერი მზად არის 21 წლის ფეხბურთელი ზამთარშივე გაიფორმოს და მარსელს გარკვეული კომპენსაცია გადაუხადოს, რაც ფრანგებს ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვას აარიდებს თავიდან.

წყაროს ცნობით, იუვენტუსის გააქტიურებამ შესაძლოა მილანი აიძულოს, რომ კამარას ტრანსფერზე ზამთარში იმუშაოს, რაც ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული.