Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და იუვენტუსი ლივერპულის ნახევარმცველით ინტერესდებიან

იტალიური მედიის ინფორამციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსი და მილანი ლივერპულის ნახევარმცველის ნაბი კეიტას გაფორმებას შეეცდებიან.

26 წლის ფეხბურთელი ინგლისური გრანდის დატოვებას გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც ცდილობდა, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო მისი გაფორმების სურვილი არც ერთმა გუნდმა არ გამოთქვა და ლივერპულში დარჩენა მოუწია.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი ახალი გუნდის ძიებას უკვე შეუდგა და ამ მომენტისათვის ყველაზე დიდ ინტერესს მილანი, იუვენტუსი და ატლეტიკო იჩენენ. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 30-35 მილიონი ევროა.