Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და იუვენტუსი ობამეიანგის გაფორმებაზე სერიოზულად ფიქრობენ

არსენალმა გუნდის ყოფილი კაპიტანი პიერ-მმერიკ ობამეიანგი განაცხადში არც გასულ მატჩში შეიყვანა და მწვრთნელთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ როგორც ჩანს, მისი დრო მეთოფეების რიგებში ამოიწურა.

ცნობილი გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, არსენალი მზად არის ობამეიანგი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იჯარის წესით გაუშვას და წყაროს ცნობით, მისი გაფორმება მილანს, იუვენტუსს და ბარსელონას სურს.

ობამეიანგი სეზონში ხელფასის სახით 12 მილიონს იღებს, რაც სამივე გუნდისთვის დიდი პრობლემაა, თუმცა წყაროს ცნობით არსენალი მზად არის ხელფასის ნახევარი არსენალმა თავად გადაიხადოს.