Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და იუვენტუსი სასუოლოს ვარსკვლავისთვის იბრძოლებენ

Tuttomercato-ს ინფორმაციით, მილანი და იუვენტუსი სეზონის ბოლოს სასუოლოს ფეხბურთელის ჯერემი ბოგას ტრანსფერით ინტერესდებიან.

24 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი სასუოლოსთან 2022 წლის ივნისში ეწურება და ნეროვერდის ხელმძღვანელობას ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურთ, თუმცა ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება უფრო მაღალი დონის გუნდში სურს და სასუოლოში დარჩენას აღარ აპირებს.

მიმდინარე სეზონში ბოგას ანგარიშზე ჩატარებულ 16 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 20-25 მილიონი ევროა.