Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და იუვე ამხანაგური მატჩის გამართვას გეგამვენ

მილანმა მომდევნო სეზონისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო, იუვენტუსი კი ხვალ მაქს ალეგრის წარადგენს, რის შემდეგაც სეზონისთვის მოსამზადებელ ვარჯიშებს ბიანკონერიც განაახლებს.

ცოტა ხნის წინ მილანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 8 აგვისტოს როსონერი ამხანაგურ მატჩს მადრიდის რეალთან გამართავს, MilanNews-ის ცნობით კი იუვენტუსს და მილანს შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ და სავარაუდოდ მატჩი 24 ივლისს გაიმართება.