Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და იუვე გრიმალდოს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი და იუვენტუსი ბენფიკას მარცხენა მცველის ალეხანდრო გრიმალდოს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობენ და ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს მართავენ.

27 წლის უკანახაზელს მიმდინარე კონტრაქტი ბენფიკასთან სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომ ნებისმიერ გუნდს მისი გაფორმება ზაფხულში სრულიად უფასოდ შეეძლება.

SportItalia-ს ინფორმაციით, ფავორიტად იუვენტუსი მოიაზრება, რადგან ბიანკონერის მისი გაფორმება ალექს სანდროს შემცვლელად სურს, როსონერი კი 27 წლის ფეხბურთელს ტეო ერნადნესის დუბლიორად მოიაზრებს…