Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი და იუვე კიეზასთვის იბრძვიან

ფედერიკო კიეზა როსონერის სატრანსფერო რადარიდან არსად გამქრალა და მილანი ტონალის შემდეგ კიდევ ერთი ახალგაზრდა იტალიელის შეძენას შეეცდება.

კიეზა დიავოლოს რამდენიმე კვირის წინ დაუკავშირეს, თუმცა მას შემდეგ, რაც გუნდი ტონალის ტრანსფერზე გააქტიურდა, კიეზას მომავალს იუვენტუსს უფრო ხშირად უკავშირებდნენ, მაგრამ ViolaNews-ის ინფორმაციით, მილანი ჯერჯერობით კვლავ საქმეშია, რადგან როკო კომისოს ესმის, რომ კიეზას სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს არავინ გადაიხდის და მას გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს.

Corriere della Sera-ს მტკიცებით, კიეზას ფიორენტინასთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს, რაც გუნდს რთულ სიტუაციაში აყენებს.

იუვენტუსი ცდილობს, რომ ფეხბურთელი 2-წლიანი იჯარით აიყვანოს, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, მილანი კი ტრანსფერის დახურვას შეეცდება და ტრანსფერში ლუკა პაკეტას ჩართვას აპირებს, ფეხბურთელის, რომელიც ფიორენტინას დიდი ხანია სურს.

მილანს ფეხბურთელის აგენტის, ფალი რამადანის იმედიც აქვს, რომელიც ამავდროულად ანტე რებიჩის აგენტიცაა და მილანის ხელმძღვანელობასთან და კიეზას ოჯახთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს და რამადანი ფეხბურთელის და მისი აგენტის დარწმუნებას ცდილობს, რომ 22 წლის ვინგერმა კარიერა დიავოლოს რიგებში გააგრძელოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.