Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და იუვე ლაკაზეტისთან კონტრაქტის გაფორმებას ზამთარში ეცდებიან

იტალიური მედიის ინფორამციით, არსენალის ფორვარდმა ალექსანდრ ლაკაზეტიმ არსენალის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა და მის გაფორმებას იუვენტუსი და მილანი ეცდებიან.

30 წლის ფეხბურთელი, რომელიც მეთოფეების რიგებში 2017 წლიდან ასპარეზობს, მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და ის ლონდონელებთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს, ამიტომ იტალიურ გრანდებს მასთან პრე-კონტრაქტის გაფორმება შეეძლებათ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ლაკაზეტის ისეთ გუნდში თამაში სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს და თუ ტურინელები თებერვლამდე სატურნირო ცხრილში სიტუაციას ვერ გამოასწორებენ, მილანს მისი უფასოდ დამატების უფრო მეტი შანსი ექნება…