Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და კალაბრია შეთანხმდნენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი და კალაბრია ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ და მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებას უახლოეს დღეებში გააოფიციალურებენ.

იტალიელი უკანახაზელის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და როსონერი მის გახანგრძლივებაზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, დავიდე მილანში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება, მისი წლიური გასამრჯელო კი 3 მილიონ ევრომდე გაიზრდება.