მილანი და კალაბრია შეთანხმებასთან ახლოს არიან
CalcioMercato-ს ინფორმაციით, მილანი დავიდე კალაბრიასთან ახალი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებასთან ახლოს არის.
მილანის პრიმავერას ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც მიმდინარე სეზონში მილანის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა, მიმდინარე ხელშეკრულება როსონერისთან 2022 წლის ივნისს ეწურება.
წყაროს ინფორმაციით, მილანს ფეხბურთელის შენარჩუნება 2025 წლის ზაფხულამდე სურს, მისი ხელფასი კი 1.1 მილიონიდან დაახლოებით 1.7 მილიონამდე გაიზრდება, რასაც სავარაუდოდ სხვადასხვა ბონუსები დაემატება.