Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და კალაბრია ჯერ ვერ თანხმდებიან

მილანი დავიდე კალაბრიას წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებმა ფეხბურთელის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

დავიდეს მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და კალაბრია ახალ კონტრაქტის სანაცვლოდ ხელფასის 1.1 მილიონიდან 2 მილიონამდე გაზრდას ითხოვს, რაც თავისი სეზონიდან გამომდინარე ნამდვილად დაიმსახურა.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ახალი შეხვედრა 10-14 დღეში ჩაინიშნა და ახალი კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ დროის საკითხია, რადგან დავიდე გუნდიდან წასვლას არც კი განიხილავს.