Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და კესი შეთანხმებასთან ახლოს არიან

STADIO GIUSEPPE MEAZZA, MILAN, ITALY - 2021/05/16: Franck Kessie of AC Milan gestures during the Serie A football match between AC Milan and Cagliari Calcio. The match ended 0-0 tie. (Photo by Nicolò Campo/LightRocket via Getty Images)

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი და ფრანკ კესი ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანმა ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, სეზონში ანაზღარუების სახით კი 5.5 მილიონი ევრო, რომელიც ბონუსების ჩათვლით 6 მილიონამდე გაიზრდება, კესის წარმომადგენლები კი გარანტირებულ 6 მილიონს ითხოვენ და ხელშეკრულებაში ბონუსების ჩართვა არ სურთ.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა და დარჩენილი დეტალების შეთანხმება პრობლემა არ უნდა გახდეს, ამიტომ კესის კონტრაქტის გახანგრძლივება მხოლოდ დროის საკითხია.