Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი და კესი შეთანხმებასთან ახლოს არიან

მილანი ფრანკ კესისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და იტალიური მედიის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი ბოლო პერიოდში მილანის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდა და ბენასერთან ერთად სერია ა-ში საუკეთესო დუეტი შექმნა, რითიც არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია და მილანმა ახალ კონტრაქტზე მუშაობა მაშინვე დაიწყო.

კესის მიმდინარე ხელშეკრულება მილანთან 2022 წლის ივნისში იწურება და ის სეზონში 2.2 მილიონს იღებს. MilanNews-ის ინფორმაციით, როსონერის მისი შენარჩუნება 2025 წლამდე სურს და მზად არის, ხელფასი 3-3.5 მილიონ ევრომდე გაუზარდოს.