Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და კიაერი შეთანხმდნენ

მილანი გუნდის რამდენიმე ლიდერთან, მათ შორის სიმონ კიაერთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს და იტალიური მედიის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

32 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა როსონერის მისი შენარჩუნება სურს და Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მზად არის ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს.

წყაროს ცნობით, კიაერის ხელფასი ახალი კონტრაქტის მიხედვით უცვლელი 1.2 მილიონი ევრო იქნება.