Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ლაციო დორტმუნდის ნახევარმცველის ტრანსფერისთვის იბრძვიან

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანის შემდეგ დორტმუნდის გერმანელი გამთამაშებლის იულიან ბრანდტის გაფორმების სურვილი ლაციომაც გამოთქვა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანსა და დორტმუნდს შორის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაწყებულია, მაგრამ ფინანსური ასპექტების გამო ისედაც რთულ მოლაპარაკებებს ლაციოს ინტერესი კიდევ უფრო ართულებს.

წყაროს ინფორმაციით, ლაციო დორტმუნდს ამ მომენტისთვის უკეთეს პირობებს სთავაზობს და ტრანსფერს ლიდერობს კიდეც, თუმცა მილანს იმედი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფაქტორი ფეხბურთელის დასარწმუნებლად გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

ორივე მხარე 25 წლის გერმანელი ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას გეგმავს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა ბიანკოჩელესტი იჯარის საანცვლოდ მილანზე მსუყე თანხას სთავაზობს…