Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ლაციო ლეაო-ალბერტოს ბარტერს განიხილავენ ?

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალესანდრო ჯაკობონეს ინფორმაციით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანმა და ლაციომ შესაძლოა რაფაელ ლეაო-ლუის ალბერტო გაცვალონ.

გასული სეზონის დასრულებიდან მოყოლებული, რაფაელ ლეაოს მილანიდან შესაძლო წასვლის შესახებ ცნობები არ წყდება და წყაროს ინფორმაციით, მაურიციო სარი ფეხბურთელის დიდი თაყვანისცმემელია. ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში რამდენიმე დღის წინ რომში იყო, სადაც ის მის კარგ მეგობარს და ლაციოს პრეზიდენტს კლაუდიო ლოტიტოს შეხვდა და მხარეებმა რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის რაფაელ ლეაო განიხილეს.

ლუის ალბერტოსა და ლაციოს ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა კვლავ უკიდურესად დაძაბულია და ესპანელი ფეხბურთელი, რომელსაც მილანი ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელად მოიაზრებს, გუნდიდან წასვლას გეგმავს.

ამ ბარტერის შემთხვევაში მილანს გარკვეული თანხის დამატება მოუწევს, თუმცა სამაგიეროდ სტეფანო პიოლის ერთ-ერთ ფავორიტ ფეხბურთელს დაიმატებს, რომელიც თავისი კარიერის პიკში იმყოფება…