Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ლაციო ორიჯის ტრანსფერს განიხილავენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი და ლაციო ლივერპულის ბელგიელი ფორვარდის დივოკ ორიჯის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავენ და არ არის გამორიცხული, რომ მის სანაცვლოდ ინგლისელებს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მიმართონ.

როსონერი უკვე დიდი ხანია, რაც ახალგაზრდა, თუმცა არც თუ ისე ძვირიანი ფორვარდის ძიებაშია, ლაციო კი ვედატ მურიქის გაყიდვაზე მუშაობს და მისი შეცვლა სწორედ 26 წლის შემტევით სურს.

ორიჯის მიმდინარე კონტრაქტი ლივერპულთან სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომ ინგლისელები მზად არიან ის საკმაოდ იაფად, დაახლოებით 8-10 მილიონის სანაცვლოდ იანვარშივე გაასხვისონ…