Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ლეაუ გამოსასყიდი თანხის თაობაზე ვერ თანხმდებიან

მილანსა და რაფაელ ლეაუს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება და მხარეებს შორის ძირითად ასპექტებზე შეთანხმება უკვე შედგა, მაგრამ ერთი პუნქტი ჯერჯერობით კონტრაქტის გაოფიციალურებას შეუძლებელს ხდის.

MilanNews-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებს სურთ, რომ მის ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევროდან 120 მილიონ ევრომდე შემცირდეს, გუნდის ხელმძღვანელოას კი ამ პუნქტის უცვლელად დატოვება უნდა.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის კონტრაქტის სხვა დეტალებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. ლეაუ მილანთან კონტრაქტს 3 წლით გაახანგრძლივებს მისი წლიური გასამრჯელო კი 1.5 მილიონიდან 7.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.