Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი და მადრიდის რეალი ბრაჰიმ დიასის მომავალს უახლოეს დღეებში განიხილავენ

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მადრიდის რეალი და მილანი ერთმანეთს სატრანსფერო ფანჯრის დახურვისთანავე შეხვდებიან და ბრაჰიმ დიასის მომავალზე ისაუბრებენ.

შემტევი ნახევარმცველი მილანს თვის დასაწყისში შეუერთდა, თუმცა დიავოლოს მისი გამოსყიდვის უფლება კონტრაქტით არ აქვს, თუმცა მხარეებს შორის არსებობს ჯენტლმენური შეთანხმება, რომ გუნდები ახალგაზრდა ფეხბურთელის საბოლოო ტრანსფერზე აუცილებლად იმსჯელებენ.

წყაროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხლი, რომ კონტრაქტში ჩაიდოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც იჯარის დასრულების შემდეგ მილანს ფეხბურთელის საბოლოოდ დამატება შეეძლება, თუმცა მადრიდის რეალი ფეხბურთელის მომავალზე კონტროლის დაკარგვას არ აპირებს და სურს, რომ ხელშეკრულებაში ჩაიდოს პუნქტი, რომლის ამოქმედების შემთხვევაში ახალგაზრდა ფეხბურთელი მადრიდის რეალს დაუბრუნდება.