Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და მანჩესტერი დალოტის ტრანსფერზე შეთანხმდნენ ?

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მილანი და მანჩესტერი დიოგო დალოტის ტრანსფერთან დაკავშირებით ბოლო დეტალებს აგვარებენ.

პორტუგალიელმა უკანახაზელმა გასული სეზონი მილანის რიგებში იჯარის წესით გაატარა და მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, დიოგო პიოლის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო.

წყარო ჯერჯერობით ტრანსფერის ფორმულას და დეტალებს არ ასაჯაროვებს, მაგრამ დიდი ალბათობით როსონერი პორტუგალიელს კვლავ იჯარით გაიფორმებს, მაგრამ ამჯერად მილანს მისი გამოსყიდვის საშუალება ექნება.

დალოტს მილანში დარჩენა უნდა და ფეხბურთელის სურვილმა მოლაპარაკებებში შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს.