Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი და მანჩესტერი ლილის ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის იბრძვიან

მილანის მთავარი ამოცანა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, რომელიც დღეს გაიხსნა და 1 თებერვალს დაიხურება, ცენტრალური მცველის გაფორმება იქნება, თუმცა Calciomercato-ს ინფორმაციით, როსონერი ნახევარდაცვის გაძლიერებასაც შეეცდება.

ინგლისური გამოცემა The Sun-ის მტკიცებით, მილანი და მანჩესტერი ლილის 21 წლის ნახევარმცველის, ბუბაკარი სუმარეს ტრანსფერისთვის იბრძვიან.

როგორც ჩანს, მანჩესტერი შეეგუა ფაქტს, რომ პოლ პოგბა გუნდს ზაფხულში დატოვებს და წითელი ეშმაკები ახალგაზრდა ფრანგში პოლის იდეალურ შემცვლელად განიხილავენ, მილანს კი ფეხბურთელის იჯარის წესით აყვანა სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

ჯერჯერობით ფეხბურთელის სურვილი უცნობია, თუმცა წყაროს ინფორმაციით ორივე გუნდი ლილთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.