Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და მონაკო შეთანხმებასთან ახლოს არიან

მილანი ტეო ერნადნესის შემცვლელის ძიებას განაგრძობს, რომელიც ფრანგ ფეხბურთელს რთული სეზონის მსვლელობისას დასვენების საშუალებას მისცემს ხოლმე და ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ლუკა მარკეტის ინფორმაციით, როსონერიმ სასურველ კადრს მონაკოს რიგებში მიაგნო.

ფოდე ბალო-ტურეს სახელმა მილანთან მიმართებაში პირველად რამდენიმე დღის წინ გაიჟღერა და როგორც ჩანს როსონერის ტრანსფერის მოკლე პერიოდში დახურვა სურს.

წყაროს ცნობით, მილანმა ფეხბურთელისგან თანხმობა უკვე მიიღო და გუნდები ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებენ. როსონერი მის სანაცვლოდ დაახლოებით 4-4.5 მილიონ ევროს გადაიხდის.