Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და მონაკო შეთანხმებასთან ახლოს არიან

ფრანგული გამოცემა Footmercato-ს ინფორმაციით, მილანსა და მონაკოს შორის ფოდე ბალო-ტურეს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

წყაროს ინფორმაციით, მხარეები ფეხბურთელის იჯარაზე უკვე შეთანხმდნენ და ახლა მისი ტრანსფერის ფორმულაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

მილანს ფეხბურთელის დამატება 1-წლიანი იჯარით სურს, შემდგომში 5 მილიონად გამოსყიდვის შესაძლებლობით, მონაკოს კი სურს, რომ ეს პუნქტი სავალდებულო იყოს და სეზონის ბოლოს როსონერის 24 წლის სენეგალელი მარცხენა მცველის გამოსყიდვა მოუწიოს.

მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა უახლოეს დღეებშია ჩანიშნული და სავარაუდოდ როსონერი კიდევ ერთ ტრანსფერს კვირის ბოლომდე დაადასტურებს.