Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ნაპოლი ტოტენჰემის ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა და ინტერმა ტოტენჰემის გამთამაშებელთან ერიკ ლამელასთან მოლაპარაკებები გამართეს.

არგენტინელი ფეხბურთელი ტოტენჰემში რომადან 2013 წელს, 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, თუმცა მან თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა ინგლისში ვერ მოახერხა. ფეხბურთელის კონტრაქტი ტოტენჰემთან 2022 წლის სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა ინგლისელები მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არიან.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლიმ და მილანმა 29 წლის ფეხბურთელთან, რომელსაც ცენტრის გარდა ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, მოლაპარაკებები უკვე გამართა და მან იტალიაში დაბრუნების სურვილი ღიად დააფიქსირა.