მილანი და ნაპოლი ფეხბურთელებს გაცვლიან?

Corriere della Sera-ს მტკიცებით,ნაპოლი და მილანი არკადიუშ მილიკისა და ფრანკ კესის გაცვლას განიხილავენ.

როსონერისთვის შეტევის გასაძლიერებლად პირველი არჩევანი კვლავ მადრიდის რეალის ფეხბურთელი ლუკა იოვიჩია,თუმცა მადრიდელები მას 60 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებენ და თუ შეთანხმება არ მოხერხდა,ამ შემთხვევაში გუნდი არკადიუშ მილიკის ტრანსფერზე გადაერთვება.

26 წლის მილიკის კონტრაქტი ნაპოლისთან 2021 წელს იწურება და გახანგრძლივებას არ აპირებს,ამიტომ ნაპოლი მის გაყიდვას გეგმავს.

ფრანკ კესი ჯენარო გატუზოს ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა და მის სანაცვლოდ მილიკს დიდი სიამოვნებით დათმობდა.

მიმდინარე სეზონში მილიკმა 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლის გატანა მოახერხა,კესიმ კი 25 შეხვედრაში 1 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.