მილანი და ჟირუ ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმდნენ
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანი და ოლივიე ჟირუ ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმდნენ.
წყაროს ცნობით, ჟირუ კონტრაქტს, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება, 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, მისი კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით.
ჟირუს გასამრჯელო უცვლელი დარჩება, ის სეზონში 3.5 მილიონ ევროს და გარკვეულ ბონუსებს მიიღებს.