Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ჟირუ შეთანხმებასთან ახლოს არიან

იტალიური მედიის ცნობით, მილანი და ოლივიე ჟირუ ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელი, რომლის მიმდინარე კონტრაქტი ლომბარდიულ გრანდთან სეზონის ბოლოს იწურება, მილანთან ხელშეკრულებას 1 წლით გაახანგრძლივებს, მისი შემდგომში კიდევ 1 სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.

წყაროს ცნობით, ჟირუს წლიური გასამრჯელო უცვლელი დარჩება და ის სეზონში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.