Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი და რაიოლა დონარუმას ხელფასზე შეთანხმდნენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჯიჯო დონარუმა მილანთან ახალ კონტრაქტს უახლოეს კვირეებში გააფორმებს.

ჯიჯო დონარუმა ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელ წლამდე იქნება ხელშეკრულება გათვლილი.

ერთადერთი საკითხი, რომელიც მხარეებს გასარკვევი რჩებათ, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაა. რაიოლას სურს, რომ თუ მილანი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს 35 მილიონად შეეძლოს, თუმცა როსონერი ამ პუნქტის კატეგორიული წინააღმდეგია.