Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი და რეალი შეთანხმებასთან ახლოს არიან

ბოლო დღეებში მილანს მადრიდის რეალის ფეხბურთელი, ბრაჰიმ დიასი დაუკავშირეს და როგორც ჩანს, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

Tuttosport-ის მტკიცებით, მილანმა სამეფო კლუბის დაყოლიება მოახერხა და ფეხბურთელს იჯარის წესით აიყვანს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

ჯერჯერობით კონკრეტული თანხები არ სახელდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მილანი ფეხბურთელს გამოისყიდის, მადრიდის რეალს სურვილის შემთხვევაში მისი დაბრუნების საშუალება ექნება.

წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერი უახლოესი დღეების განმავლობაში დადასტურდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.