Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და რომა ფლორენცის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან

მილანს რომას მარჯვენა მცველის ალესანდრო ფლორენცის გაფორმება უმოკლეს დროში სურს და იმის მიუხედავად, რომ როსონერიმ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, გუნდებს შორის ტრანსფერის ფორმულაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

Corriere di Roma-ს ინფორმაციით, მილანს 30 წლის ფეხბურთელის იჯარით გაფორმება სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ჯალოროსის კი მისი გაყიდვა ახლავე სურს და თუ მას იჯარით გაუშვებს, გამოსყიდვის პუნქტი სავალდებულო უნდა იყოს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, თუ მილანი და რომა ტრანსფერზე ვერ შეთანხმდებიან, როსონერის მისი ალტერნატივა უკვე ნაპოვნი ჰყავს და ბარსელონადან 20 წლის სერჟინიო დესტის დამატებას შეეცდება.