Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და რომა ფლორენცის ტრანსფერის ფორმულაზე მუშაობენ

იტალიური წყაროების ინფორმაციით, მილანი და რომა 30 წლის იტალიელი უკანახაზელის ალესანდრო ფლორენცის ტრანსფერის ფორმულაზე მუშაობას განაგრძობენ.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, რომა მზად არის ფლორენცი მილანში იჯარის წესით გაუშვას, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რომელიც როსონერის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო პუნქტი გახდება.

წყაროს ცნობით, ტრანსფერის საერთო ღირებულება დაახლოებით 5-6 მილიონი ევრო იქნება, თავად ფლორენციმ კი მილანში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა და გუნდების მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება.