მილანი და რომა ძანიოლოს თაობაზე ვერ თანხმდებიან
იტალიური მედიის ცნობით, რომასა და მილანს შორის ნიკოლო ძანიოლოს თაობაზე საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება და დიდია იმის ალბათობა, რომ იტალიელი ფეხბურთელი ჯალოროსის რიგებში დარჩება.
Corriere dello Sport-ის ცნობით, მილანი რომას ძანიოლოს 6-თვიან იჯარას სთავაზობს, მისი შემდგომში 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც ლომბარდიული გრანდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
რომა კი თავის მხრივ ნიკოლოს იჯარით გაშვებას არ აპირებს და მის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც როსონერის ამ მომენტისთვის არ შეუძლია.