Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი და სევილია ტაუვინის ტრანსფერისთვის იბრძვიან

სევილია და მილანი ფლორიან ტაუვინის გასაფორმებლად იბრძვიან, თუმცა როგორც ჩანს ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე როსონერი მის გაფორმებას მოახერხებს.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფეხბურთელი მილანის დიდი გულშემატკივარია და სევილიას მცდელობის მიუხედავად, ტაუვინი მომავალ სეზონში დიავოლოს მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის მარჯვენა გარემარბი სეზონის ბოლოს მარსელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და მილანს მისი გაფორმება უფასოდ შეეძლება.