Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და სევილია შეთანხმებასთან ახლოს არიან

SportMediaset-ის ინფორმაციით, მილანი და სევილია კასტილეხო-გომესის ბარტერზე მუშაობას განაგრძობენ და შეთანხმებასთან ახლოს არიან.

როსონერი პაპუ გომესს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განიხილავდა, თუმცა ბერგამოელებმა მისი კონკურენტ გუნდში გაყიდვა არ მოისურვეს და საბოლოოდ ვეტერანი ფეხბურთელი სევილიაში აღმოჩნდა, სადაც მისი კარიერა არც თუ ისე წარმატებულად წარიმართა.

მეორეს მხრივ, თავის საუკეთესო თამაშს ვერც სამუ კასტილეხო აჩვენებს, რომელიც მილანს ვილიარეალიდან 2018 წელს, 21.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და სამშობლოში დაბრუნების წინააღმდეგი არც ის იქნება.

ორივე ფეხბურთელის ფასი 7-8 მილიონის ფარგლებში მერყეობს და თუ ტრანსფერი შედგა, არც ერთ მხარეს დამატებითი თანხის გადახდა არ მოუწევს.

გათიშვა